აშშ უკრაინას დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს, რომლის მოცულობა 400 მილიონი აშშ დოლარი იქნება და მასში არტილერია, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და სხვა ტექნიკა შევა.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„უკრაინას ჯავშანტრანსპორტიორები Stryker, სარაკეტო კომპლექსები NASAMS, საარტილერიო კომპლექსები HIMARS, Patriot, Stinger და ასევე ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, მათ შორის TOW და Javelin გადაეცემა“, - ნათქვამია განცხადებაში.