მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ასტრაზენეკამ“ და ევროკავშირმა COVID-19-ის ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს

613238af97387
ნათია თაქთაქიშვილი
03.09.21 19:36
743
„ასტრაზენეკამ“ და ევროკავშირმა COVID-19-ის ვაქცინების მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ დღეს მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ფარმაცევტული კომპანია ევროკავშირს კორონავირუსის საწინააღმდეგო 60 მილიონ დოზა ვაქცინას მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ბოლოსთვის მიაწვდის, ხოლო დამატებით 75 მილიონ დოზას მეოთხე კვარტლისთვის.

ახალი შეთანხმების მიხედვით, AstraZeneca ვალდებულია, ევროკავშირის ვაქცინებით მომარაგება 2022 წლის პირველ კვარტალშიც განაგრძოს, შესაბამისად, კომპანიამ დამდეგი წლის პირველ სამ თვეში 65 მილიონი დოზა ვაქცინა უნდა მიაწოდოს ევროკავშირს.

”ჩვენს წევრ ქვეყნებს შორის ვაქცინაციის ტემპის მაჩვენებლები განსხვავებებულია, ამიტომ ვაქცინების ხელმისაწვდომობას, მათ შორის „ასტრაზენეკას“ დოზების დროულ მიწოდებას, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს,” - განაცხადა ევროკავშირის კომისარმა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის საკითხში სტელა კირიაკიდესმა.

შეგახსენებთ, რომ აპრილში ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, ევროკავშირმა AstraZeneca-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაიწყო. ბლოკი ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტული კომპანიას კორონავირუსის ვაქცინის იმ დოზებს ედავებოდა, რომელიც ევროპის ქვეყნებს წლის პირველ კვარტალში უნდა მიეღოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები