მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატმისა და ვაშლატამას მოსავალს 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობა იღებს

62e7d1c09fea5
ვიქტორია მღებრიშვილი
01.08.22 18:07
779
მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის პროცესში ჩართულია 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 16.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.6 მლნ დოლარი შეადგინა.

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.4 ათასი ტონით (24%), ხოლო ღირებულება - 1.3 მლნ აშშ დოლარით (6%) შემცირდა.

„კლება განაპირობა, უამინდობის გამო, მოსავლის აღების პროცესის ორი კვირის დაგვიანებით დაწყებამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის და ვაშლატამას რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მათივე ინფორმაციით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები