მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Atom Kids-ი პროდუქციის ექსპორტზე გატანას გეგმავს

5ec804670d642
ნუცა ბაზლიძე
22.05.20 23:00
976
Atom Kids-ი პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გატანას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ნინო ბარამიძემ გადაცემა #ქალებისნარატივის ეთერში ისაუბრა.

როგორც ბარამიძე განმარტავს, პანდემიის ფონმა აღნიშნული საკითხი შეაფერხა, დაწყებული მოლაპარაკებები შეაჩერა, თუმცა სამომავლოდ, აღნიშულ საკითხზე მუშაობის განახლება მოიაზრება და ექსპორტი კვლავ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება.

„შეგვეცვალა გეგმები. რომლებიც ახლა უნდა განხორციელებულიყო, მათ გადაინაცვლეს პანდემიის შემდგომ პერიოდში“, - განმარტავს ნინო ბარამიძე.

მისივე განმარტებით, სამომავლოდ კომპანიის გაფართოება და მეტი შემეცნებითი ექსპერიმენტის დამატება იგეგმება. ამ ეტაპზე კი, Atom Kids-ი მომხმარებლებს 6 ექსპერიმენტს სთავაზობს, რომლებიც STEM დარგების პოპულარიზაციას ემსახურება და მოიაზრებს მათ შორის მეცნიერებაზე, მათემატიკასა და ინჟინერიაზე ყურადღების გამახვილებას.

"Atom Kids-ის მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ბავშვი გახდეს ჩვენი მეცნიერი. ჩვენ შევქმენით რამდენიმე ექსპერიმენტი, რომლისთვისაც განვახორციელეთ 100 000 ლარიანი ინვესტიცია. ექსპერიმენტები ადაპტირებულია ასაკობრივი ჯგუფებისათვის“, - განმარტავს ნინო ბარამიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები