მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Atom Kids-ის დამფუძნებელი: "ჩვენი კომპანიისთვის მთლიანი ბიზნესმოდელი შეიცვალა"

5ec800f80b054
ნუცა ბაზლიძე
22.05.20 21:20
1059
„მოგვიწია, კრიზისულ მდგომარეობასთან გამკლავება. აქამდე ორიენტირებული ვიყავით იმ კუთხით, რომ ჩვენი პროდუქცია მაღაზიებში ხვდებოდა, ამ შემთხვევაში კი, სრულიად ახალ რეალობაში აღმოვჩნდით, დაიხურა მაღაზიები. ჩვენი კომპანიისთვის მთლიანი ბიზნესმოდელი შეიცვალა“ - ამის შესახებ Atom Kids-ის დამფუძნებელმა ნინო ბარამიძემ გადაცემა #ქალებისნარატივში საუბრისას განაცხადა. აღნიშნული კომპანია საბავშვო შემეცნებით ექსპერიმენტებს უზრუნველყოფს. 

მისივე განმარტებით, დაახლოებით 48 საათში სხვადასხვა პლატფორმებისა და საკურიერო კომპანიების საშუალებით, კომპანია ონლაინგაყიდვებზე გადაეწყო და ბავშვებისთვის შემეცნებითი ექსპერიმენტების ამ ფორმით შეთავაზება დაიწყო.

ამასთან, როგორც ნინო ბარამიძე აღნიშნავს, პანდემიის გავლენამ კომპანიისთვის ექსპორტის გეგმებზეც იმოქმედა, ვინაიდან დაწყებული მოლაპარაკებები შეჩერდა, თუმცა ამ მიმართულებით სამომავლოდ მუშაობა კვლავ იგეგმება.

რაც შეეხება პროდუქციაზე მოთხოვნას, როგორც მისი დამფუძნებელი აღნიშნავს, ამ პერიოდში ეს მონაცემი გაიზარდა კიდეც.

„მოთხოვნა გაიზარდა, რადგან იმპორტირებულ სათამაშოებს შეექმნა პრობლემა. ქართული წარმოების მიმართ ადგილობრივმა მხარდაჭერამ კი მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენი ბრენდი სწრაფად გამხდარიყო პოპულარული, გაგვეზარდა ცნობადობა“, - განმარტავს ნინო ბარამიძე.

ამასთან, Atom Kids-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ უშუალოდ კომპანიისა და მისი პროდუქციის კონცეფცია შემეცნებით ექსპერიმენტებს მოიაზრებს სახლის პირობებში, ეს კი მიმდინარე მოვლენების ფონს კარგად მოერგო.

გადაცემაში საუბრისას ნინო ბარამიძე დასძენს, რომ პანდემიის ფონის მიუხედავად, კომპანიამ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები