მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენდირექტორი უკრაინაში მიემგზავრება

6487403110f75
თამთა ჯიჯავაძე
12.06.23 19:53
711
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი უკრაინაში მიემგზავრება, ამის შესახებ მან „ტვიტერზე“ დაწერა.

როგორც გროსი აცხადებს, ის აპირებს უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, ასევე ის წარადგენს უკრაინის დახმარების პროგრამას, რომელიც ნოვა კახოვკას კაშხალის აფეთქების შემდეგ გამოწვეული წყალდიდობის შედეგების საპასუხოდ მომზადდა.

„შევაფასებ ზაპოროჟიას ბირთვულ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებასაც“, - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა.

ცნობისთვის, უკრაინული მხარის განცხადებით, ნოვა კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალზე იერიში 6 ივნისს რუსებმა მიიტანეს. კაშხლის ჩამონგრევას ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. დაიტბორა მიმდებარე ქალაქები და სოფლები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები