მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელია პირდაპირი რეისების რაოდენობის ზრდა - Pullman Tbilisi-ის ხელმძღვანელი

6347f34f367fd
მარიამ ვარადაშვილი
13.10.22 20:20
603
Pullman Tbilisi Axis Towers-ის გენერალური მენეჯერი ვინსენ დუჟაღდინი ამბობს, რომ ტურიზმისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სხვადასხვა ქვეყანასთან პირდაპირი ფრენების არსებობაა.

როგორც მან Checkpoints-ს უთხრა, მიმდინარე ზაფხულში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან პირდაპირი ფრენების დამატებას პოზიტიური გავლენა ჰქონდა მათ სასტუმროზე.

“განცდა გვაქვს, რომ ბევრი ადამიანი ჩამოდის საქართველოში, თუმცა როცა ვაანალიზებთ რატომ გადაწყვიტეს მათ აქ ჩამოსვლა შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი იყოს და ყველა მათგანი მხოლოდ საქმიანი მიზნებისთვის არ არის. როდესაც საქართველომ გადაწყვიტა ამ ზაფხულს ახლო აღმოსავლეთის მიმართულება გაეხსნა [რეგულარული პირდაპირი რეისები], მაშინ როცა ჩვენ ახალი გახსნილი გვქონდა სასტუმრო ამ სეგმენტისგან დიდი სარგებელი მივიღეთ. არაბეთის ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ვიზიტორი გვყვავდა ამ ზაფხულს. კიდევ ერთი საკითხი, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის არის პირდაპირი ფრენების ზრდა სხვადასხვა მიმართულებით. ეს არის აუცილებელი”,- აცხადებს დუჟაღდინი.

სასტუმროს ხელმძღვანელი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ თბილისში სასტუმროების რაოდენობა ძალიან ბევრია და ბაზარზე ჭარბი მიწოდებაა.

“არ ვფიქრობ, რომ თბილისში ზედმეტად ბევრია სასტუმროების რაოდენობა და ბაზარზე ჭარბი მიწოდებაა. რაც ბაზრის კვლევიდან ვიცი არის ის, რომ თბილისის შესაძლებლობა რომ უცხოური სასტუმროები დაემატოს, ჯერ არ ამოწურულა. მაგალითად, ჩვენი ჯგუფი მომავალ წელს, სავარაუდოდ, მარტში ან მაისში 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს Swisshotel-ის გახსნას გეგმავს. მშენებლობისთვის მთავარი გამოწვევა პანდემია იყო და არა მშენებლობის ნებართვა”,-ამბობს იგი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები