მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუცილებელია ყველის უკონტროლო წარმოების იდენტიფიცირება- ყველის მწარმოებელი

6426de176b6a7
ანუკა ჯოხაძე
02.04.23 20:00
1094
ყველის მწარმოებლები ქვეყანაში ყველის უკონტროლო, ფალსიფიცირებულ წარმოებაზე საუბროებენ. როგორც ყველის საწარმო “მილიანოს” დამფუძნებელი ამბობს, ყველის არალეგალური წარმოების ფაქტები განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ გახშირდა, რადგან ბაზარზე ნედლის რძის წარმოება შემცირდა, მისი ღირებულება კი რეკორდულად გაიზარდა. შესაბამისად, მისი თქმით, მწარმოებლები არჩევანს რძის ფხვნილზე აკეთებენ და ბაზარს ფალსიფიცირებულ პროდუქტს სთავაზობენ.

“მომხმარებელი ვერ არჩევს რეალურად რომელია ხელოვნურად შექმნილი პროდუქტი და რომელია ნატურალური. ხელოვნულად შექმნილ პროდუქტს აქვს დანამატები, რომელიც არის საშიში.

გამყიდველი ყველაფერს ისე ყიდის როგორც ნატურალურს, და ეს ძალიან ცუდია. მნიშვნელოვანია, რომ იდენტიფიცირება მოხდეს შავი ბაზრის, უკონტროლო წარმოების. ამ მიმართულებითაც სახელმწიფოს მხრიდან მიდგომები არის დასახვეწი, რადგან დღეს გამოწვევები უფრო მეტია, ვიდრე პანდემიამდე იყო”, - აცხადებს ყველის საწარმო “მილიანოს” დამფუძნებელი ანა კუხალაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები