პაპუნა ლეჟავასთან, არჩილ მესტვირიშვილთან, ნიკოლოზ გაგუასთან და გიორგი ბაქრაძესთან სხვადასხვა დროს მქონდა საქმიანი ურთიერთობა; ისინი ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალები არიან. ნებისმიერი ქვეყნისთვის პატივია, როდესაც ასეთი პროფესიონალები საჯარო სამსახურში არიან. ეროვნული ბანკის სახით, კიდევ ერთხელ ვუყურებთ როგორ იქცევა ჩვენი ქვეყანა რუსეთის გუბერნიად და ის, რომ მათ ამაში მონაწილეობა არ მიიღეს და თავისი პროტესტით წინააღმდეგობა გამოხატეს, ძალიან დასაფასებელია“, - თქვა გიორგი ქადაგიძემ.