მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუქციონები გამოცხადდა - დააჩქარებს თუ არა CFD მოდელი ტემპს ენერგეტიკაში?

BM.GE
01.03.23 11:50
228
განახლებადი ენერგოპროექტების მხარდასაჭერად CFD-მექანიზმით პირველი აუქციონები უკვე გამოცხადდა. მთავრობამ 10 თებერვალს აუქციონზე ჯამში 300 მეგავატის სიმძლავრის პროექტები გამოიტანა. PPA ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, CFD მოდელში სახელმწიფო არ შედის ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. ამის ნაცვლად, CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება და დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ ის, ვინც აუქციონში საუკეთესო ფასს დააფიქსირებს. ბიზნესს აუქციონის გამოცხადებიდან 45 დღიანი ვადა აქვს სასურველ პროექტებზე განაცხადები წარადგინონ. როგორ იმუშავებს CFD მოდელი დაახლოებით ერთ თვეში გამოჩნდება, როცა პირველი ეტაპის სიმძლავრის აუქციონები დასრულდება. როგორი მოლოდინი აქვს დარგს, რამდენად იქნება მაღალი კონკურენცია და რჩება თუ არა აუქციონის წესთან დაკავშირებით ბიზნესს კითხვები?

სტუმარი: გიორგი აბრამიშვილი, GREDA -ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები