მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აუთვისებელი ბიუჯეტის გამო, ინტერნეტიზაციის პროგრამის დაფინანსება 22.6 მილიონით მცირდება

619f7bfd040e0
შოთა ტყეშელაშვილი
25.11.21 16:10
758
2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები შედის, ცალკეული მიმართულებებით დაფინანსება იზრდება, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს 376 მილიონი ლარი, თავდაცვის სამინისტროს კი 60 მლნ ლარი ემატება. ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პროგრამებს კი ბიუჯეტი უმცირდება.

მათ შორის 22.6 მილიონი ლარით მცირდება ინტერნეტიზაციის პროგრამა Log-in Georgia-ს დაფინანსება, რასაც საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკის კრედიტით ახორციელებს.

პარლამენტში გამართულ მოსმენაზე პროექტზე პასუხისმგებელი უწყების “ოუფენ ნეტის” უფროსმა მარიამ სულაბერიძემ განაცხადა, რომ ბიუჯეტის დაბალი ათვისება წინასატენდერო დოკუმენტაციის მომზადების გაჭიანურებით იყო განპირობებული.

“2020-ში დავიწყეთ ქსელის მშენებლობა და წელს მარტში დავასრულეთ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახლა მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, რაც უნდა დასრულდეს დეკემბრის ბოლოს. რაც შეეხება აუთვისებელ თანხას ჩვენ პროგნოზი გვქონდა, რომ მსოფლიო ბანკის პროექტ log-in Georgia-ს ფარგლებში უფრო ჩქარა გამოცხადდებოდა ტენდერები, მაგრამ წინასატენდერო სამუშაოებმა წაიღო გარკვეული დრო. ეს იყო საქართველოს მასშტაბით კონცეპტუალური დიზიაინის მომზადება, ზუსტი სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება. ტენდერები უკვე გამოცხადებულია დღეს რაჭასა და ლეჩხუმში და თანხის გადახდა მოხდება შემდეგი წლის დასაწყისში. მოლოდინია, რომ 2022-ის გეგმას სრულად შევასრულებთ, ბევრი რეგიონია განხილული და გვინდა, რომ ბევრი რეგიონი დავფაროთ. 2025 წლამდე უნდა ავაშენოთ 5,000 კილომეტრი ინფრასტრუქტურა და რათა დროში ჩავეტიოთ სწრაფად უნდა წავიდეთ. იმედია, რომ ტენდერებშიც იქნება ინტერესი სამშენებლო კომპანიების მხრიდან,”- აცხადებს სულაბერიძე.

ე.წ. “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” პროგრამა საქართველოს მთავრობამ ჯერ კიდევ 2014 წელს დაანონსა თუმცა, თითქმის 5 წლის განმავლობაში პროექტი წინ არ წასულა. პროგრამაზე შედარებით აქტიურად მუშაობა მხოლოდ 2020 წელს, მსოფლიო ბანკის მიერ ამ მიმართულებით 40 მილიონი დოლარის სესხის დამტკიცების შემდეგ დაიწყო. პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ ცალკეულ რეგიონებში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის კაბელების გაყვანის ვალდებულება აიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები