ჯანდაცვის სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია “ავერსი ფარმას” 2021 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა 690 მილიონი შეადგინა. “ავერსი ფარმას” ჯგუფი ქვეყანაში სააფთიაქო ქსელთან ერთად, სამედიცინო დაწესებულებების ერთ-ერთ უმსხვილეს ქსელსაც აერთიანებს. მის შემადგენლობაში შედის "ავერსის" კლინიკა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით, 13 ფილიალი აქვს. ასევე “ავერსი ფარმას” სამედიცინო ქსელი მოიცავს კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრსა და ერისთავის სახელობის ექსპერიმენტულ კლინიკას, ბოჭორიშვილის სახელობის სეფსისის ცენტრს, მედკაპიტალის კლინიკებსა და მედალფას 5 კლინიკას.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, კომპანიას 2021 წელს პერსონალის ხელფასებზე 129 მილიონი აქვს დახარჯული . "ავერსი ფარმას" ჯგუფის აქტივები - 577 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 232 მილიონ ლარს შეადგენს.
სტუმარი: ლალი ბრეგვაძე - "ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;