მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ავერსი”: ვაქცინის შემოტანაზე მსოფლიო დონის კომპანიებთან მოლაპარაკებებს აქტიურად ვაწარმოებთ

604f37bd78bfa
ლიკა გურაბანიძე
15.03.21 22:10
1566

“ავერსის” სააფთიაქო ქსელის მენეჯმენტი ვაქცინის შემოტანის შესახებ მოლაპარაკებებს ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან აწაროებს. როგორც “საქმიან დილაში” სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ განაცხადა, ჯერ ვაქცინის შემოტანის საშუალება “ავერსს” არ აქვს, თუმცა მომავალში შემოტანის იმედი აქვთ.

“კომპანიის მენეჯმენტში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას დიდი იმედით ვუყურებთ. სურვილი გვაქვს და გვინდა, რომ ვაქცინა მოსახლეობის იმ ნაწილისთვის შემოვიტანოთ, ვისაც ვაქცინაციის სურვილი აქვს. ვაქცინის შემოტანაზე მსოფლიო დონის კომპანიებთან მოლაპარაკებებს აქტიურად ვაწარმოებთ.” - აღნიშნა ბურძენიძემ.

მისივე განმარტებით, კომპანიისთვის 2020 წელი მარტივად დასაძლევი არ აღმოჩნდა, რადგან სააფთიაქო სექტორი პანდემიასთან ბრძოლაში მოწინავე ხაზზე იდგა, თუმცა სექტორმა პრობლემების დაძლევა მაინც შეძლო.

“COVID-19-ით გამოწვეული პანდემია ყველა კომპანიისთვის ერთგვარ გამოწვევად იქცა, მათ შორის "ავერსისთვისაც", მაგრამ ჩვენი კომპანიის 26-წლიანმა გამოცდილებამ სირთულეების გადალახვაში ხელი შეგვიწყო. ყველაზე დიდი სირთულე იყო ის, რომ ჩვენი თანამშრომლები ინფიცირდებოდნენ, რამაც გეგმების გადალაგება გვაიძულა.

ჩვენი მარაგები (პირბადეები, სადეზინფექციო საშუალებები) მოსახლეობის მოთხოვნებს ვერ დააკმაყოფილებდა, ამის გამო მომწოდებლებისგან დიდი მარაგების შექმნა დავიწყეთ და მაისიდან დეფიციტი აღარ გვქონია", - განმარტა “ავერსის” სააფთიაქო ქსელის დირექტორმა.

ეკა ბურძენიძის თქმითვე, კომპანია მიმდინარე წელს არსებული ფასების შენარჩუნებას მაქსიმალურად ეცდება.

"2020 წელს მომწოდებლებთან მოლაპარაკებს საფუძველზე არსებული ფასების შენარჩუნება მოვახერხეთ და ვიმედოვნებთ, რომ მიმდინარე წელსაც სწორედ დამატებითი მოლაპარაკებების შედეგად ფასების შენარჩუნებას შევძლებთ", - აღნიშნა ბურძენიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები