#ავიაციისსიახლეები: დიეგო მარადონას მფრინავი მუზეუმით სარგებლობა უკვე შესაძლებელია
BM.GE
30.05.22 12:28
• 273
2022 წლის I კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 261.4 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 4.2-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. გასვლების უდიდესი ნაწილი, 46.5 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ. ტურიზმის აღდგენა და მოგზაურობაზე მოთხოვნის ზრდა საქართველოში ახალი ავიაკომპანიებისა და რეისების მატებასაც უკავშირდება და როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი ამბობს,ზაფხულის სანაციგაციო სეზონზე ქვეყანა უპრეცედენტო რაოდენობის პირდაპირ ავიარეისებს ელოდება. რა სიახლეებია აღნიშნულ სექტორში და რას უნდა ველოდოთ უახლოეს მომავალში?