#ავიაციისსიახლეები: საქართველოს მოქალაქეები UAE-ში უვიზოდ იმოგზაურებენ
BM.GE
20.06.22 12:15
• 320
დღეიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პირბადის გამოყენება სავალდებულო აღარ იქნება. გადაწყვეტილება, ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დარგის სპეციალისტების რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობამ მიიღო. რაც შეეხება ავიაციას, ავიაკომპანიების უმეტესობისთვის პირბადის სავალდებულო გამოყენება შიდა რეგულაციას წარმოადგენდა და მათი მხრიდან ამ რეგულაციების კორექტირება არ მომხდარა. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პირბადის სავალდებულო გამოყენების გაუქმებაზე გადაწყვეტილებას თავად ავიაკომპანიები იღებენ. Qatar Airways-სა და Wizz Air-ში კი განმარტავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 20 ივნისიდან საქართველო ტრანსპორტში პირბადის სავალდებულო ტარების რეგულაციას აუქმებს, მათ ბორტებზე პირბადის მოთხოვნა ისევ ძალაში რჩება. სამაგიეროდ პირბადის მოთხოვნა სავალდებულო აღარაა Armenia Airways-ს, FLYONE-ს, Air Cairo-ს, Zagros Airlines-ის ბორტებზე. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ 20 ივნისიდან ავიაკომპანიის რეისებზე საქართველოდან და საქართველოს მიმართულებით პირბადის მოთხოვნა იმპერატიული აღარ იქნება. ზოგადად კი მგზავრებმა, გამგზავრებამდე უნდა გაარკვიონ იმ ავიაკომპანიის თუ ქვეყნის შიდა რეგულაციები, სადაც გეგმავენ გამგზავრებას, რათა შემდგომ გარკვეულ პრობლემებს არ წააწყდნენ. მსოფლიო COVID-რეგულაციების შემსუბუქების გზით მიდის, თუმცა არის ქვეყნები, სადაც რეგულაციების უმეტესობა ისევ მოქმედია. რა ხდება დღეს ავიაციის სექტორში?