Boeing B-17 ბომბდამშენის ეკიპაჟმა ბრედლის აეროპორტიდან აფრენისთანავე პრობლემების შესახებ შეატყობინა; ლაინერმა დაჯდომა გადაწყვიტა, რა დროსაც ასაფრენ ბილიკზე ჩამოვარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც კონექტიკუტის აეროპორტის დირექტორმა განაცხადა, ისტორიულმა თვითმფრინავმა სტარტის აღების შემდეგ საჭირო სიმაღლის გავითარება ვერ შეძლო, ავარიული დაშვებისას კი, პილოტმა სავარაუდოდ, კონტროლი დაკარგა.
ისტორიული B-17 ლაინერის ბორტზე, რომელიც ცნობილია როგორც - "მფრინავი ციხე", ათი მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.
ამ ეტაპისთვის აეროპორტი ინციდენტის გამო, დროებით მთლიანად დაიხურა. საავიაციო უსაფრთხოების ორგანოს გუნდი ავარიის მიზეზის ადგილზე არკვევს.