ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, ავიაკომპანიები კორონავირუსზე მგზავრთა ტესტირების რაოდენობას გაზრდიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
IATA-ს ხელმძღვანელმა ალექსანდრე დე ჯუნიაკმა განაცხადა, რომ კორონვირუსზე გაზრდილი ტესტირება აეროპორტებში მოგზაურთა და მთავრობების გაზრდილი ნდობის საწინდარია.
„ტესტირების სისწრაფე და სიზუსტე სწრაფად იხვეწება, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს საზღვრების გახსნას, ავიაციის აღდგენას და მხარს დაუჭერს სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა დე ჟუნიაკმა.
IATA-ს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ თითოეულ აეროპორტს ექნება საკმარისი ტესტების რაოდენობა, რათა უმცირეს დროში შეძლონ დიდი რაოდენობით მგზავრების ტესტირება.
ალექსანდრე დე ჯუნიაკი მიიჩნევს, რომ გაზრდილი ტესტირება ქვეყნებს საშუალებას მისცემს, გააუქმონ საკარანტინე პერიოდები, რომელიც მოგზაურობის აღდგენის ერთ-ერთ ძირითად დამაბრკოლებელ გარემოებად ითვლება.