ცენტრალური ბანკის წარმომადგენლობის განმარტებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების პროცესი იქამდე გაგრძელდება, სანამ ინფლაციური წნეხი არ დაიძლევა და სამომხმარებლო ფასების ზრდის ტენდენცია არ შენელდება.
ცნობისთვის, წლიური ინფლაციის დონე ავსტრალიაში 7%-ის ფარგლებშია, რაც გასული 30 წლის უმაღლესი მაჩვენებელია. ფასების ზრდა, სხვა დასავლური სახელმწიფოების მსგავსად, ენერგორესურსებისა და სურსათის გაძვირებითაა გამოწვეული.