ავსტრიის მთავრობა ქვეყნის დედაქალაქში და აღმოსავლეთით მდებარე კიდევ ორ რეგიონში სააღდგომოდ 7-დღიან ლოქდაუნს გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, გამკაცრებულ ზომებს შორის იქნება გადაადგილების შეზღუდვა, დაიხურება მაღაზიები, გარე სივრცეებში კი სავალდებულო იქნება პირბადის ტარება.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ავსტრიის აღმოსავლეთ რეგიონებში იმდენად რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, რომ ექსპერტები ინტენსიური თერაპიის განყოფილებების კოლაფსზე საუბრობენ.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ავსტრიაში კორონავირუსის 526,393 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 9,178 ადამიანი.