მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმს 10-მდე ქართული და 50 ავსტრიული კომპანია ესწრებოდა

61667f0eae254
ვიქტორია მღებრიშვილი
13.10.21 10:46
1047
ქალაქ ვენაში გამართულ ავსტრია-საქართველოს ბიზნეს ფორუმს 10-მდე ქართული და 50-ზე მეტი ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. ინფორმაციას ღონისძიების თანაორგანიზატორი საქართთველოს სავაჭრო-სავაჭრო სამრეწველო პალატა ავრცელებს.

„ბიზნეს ფორუმის მიზანია საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ბიზნეს ურთიერთობების განვითარება, სადაც ქართულ კომპანიებს აქვთ შესაძლებლობა, შეხვდნენ ბიზნეს პარტნიორებს და განიხილონ სამომავლო თანამშრომლობა.

ღონისძიება საქართველოს პრეზიდენტის ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ავსტრიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებისა და ავსტრიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით იმართება“, - აცხადებენ სავაჭრო-სამრეწველო პალატაში.

პალატის ხელმძღვანელმა გიორგი პერტაიამ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოში არსებულ ბიზნესგარემოზე ისაუბრა და ქართული კომპანიები წარადგინა.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა ვან დერ ბელენიმ მიმართეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები