მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოიმპორტიორები კონკურენციის სააგენტოსთვის აპირებენ მიმართვას - ავტოიმპორტიორთა ასოციაცია

ავტომობილი ავტოექსპორტი მანქანა
BM. GE
06.09.23 19:23
2

საქართველოს ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი  ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ 200-ზე მეტი ავტოიმპორტიორი აპირებს რუსთავის ავტობაზრობას კონკურენციის სააგენტოში უჩივლოს. მიზეზი დღიური მოსაკრებელია, რომელიც იმპორტიორების შეფასებით ძალიან მაღალია და არსებულ პირობებში ვერ იხდიან.

“ავტოიმპორტიორები რუსთავის ავტობაზრობის ადმინისტრაციას ეუბნებიან, რომ უჭირთ ყოველდღიური 10-15 ლარის დღიურად გადახდა. როგორც კი გაყიდვების კუთხით მდგომარეობა გამოსწორდება ისევ დავუბრუნდეთ ძველ ტარიფებს. ავტოიმპორტიორებმა ასოციაციას მოგვმართეს და გვთხოვეს ადმინისტრაციასთან მოლაპარაკების პროცესში ჩავრეულიყავით. ჩავერთეთ ამ პროცესში, პირობებიც შემოგვთავაზეს, თუმცა ავტოიმპორტიორებმა რომ დაითვალეს ის უფრო უძვირებთ გადასახადს, ვიდრე უმცირებთ.

იცის ადმინისტრაციამ, რომ გაყიდული მანქანების რაოდენობა ძალიან მცირეა და მაინც არსებულ ტარიფს ტოვებს. ეჭვი არის იმის, რომ ის საკუთარ დომინანტურ მდგომარეობას ბოროტად იყენებს. ვიმეორებ, ეს არის ეჭვი და ამას გადაჭრით ვერც ასოციაცია იტყვის და ვერ სახელმწიფო ორგანო. ეს კონკურენციის სააგენტომ უნდა დაადგინოს. სააგენტოს როცა ასოციაციის სახელით მივმართეთ მოითხოვა რომ უშუალოდ ავტოიმპორტიორებმა მიმართონ", - აცხადებს ნონიაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები