მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები ავტომომობილებზე ფასების შემცირებას ელიან

ბაზარი

ავტოინდუსტრიის წარმომადგენლები საქართველოში ავტომობილების ფასების შემცირებას ელიან. მათი განმარტებით, ამის მიზეზი ავტომობილების  ჭარბი მიწოდება და ბაზრის გაჯერებაა. 

ავტოიმპორტიორები BMG-სთან ამბობენ, რომ არაპროგნოზირებადი ვითარების ფონზე, ავტომობილების მიწოდებამ საქართველოში გარკვეული პერიოდის განმავლობაში,  მოთხოვნას გადააჭარბა, რის გამოც, დილერებს ავტომობილების გაყიდვა დაბალი ფასნამატით უწევთ. 

"მცირედით ველოდებით ფასის კლებას, რადგან ამ დროისთვის ბაზარი გაჯერებულია ავტომობილებით. ეს ძირითადად გამოწვეულია, მცირე პანიკის ნიშნებით, თუმცა კარგი ავტომობილების ფასები ნაკლებად მოსალოდნელია გაიაფდეს, რადგან საქართველოში კარგი ავტომობილების დეფიციტი ისედაც გვაქვს.” ამბობს BMG - თან სანდრო ბიწაძე, “კავკასუს ავტო იმპორტის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 

კომპანია "ქარლოუდში" BMG-ის უთხრეს, რომ დილერებს დადებითი მოლოდინი ჰქონდათ, რადგან ბოლო პერიოდში ავტომობილებზე მოთხოვნა ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა. “ქარლოუდის” მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯაბა ფურცხვანიძე აღნიშნავს, რომ მოლოდინებმა ბაზრის ავტომობილებით გაჯერება გამოიწვია, რის საფუძველზეც, მიწოდება მოთხოვნას შორის დისბალანსი გაჩნდა. 

“ვფიქრობ, ეს დროებითია და ქართული ბაზარი ალტერნატიულ გზებს აუცილებლად მოძებნის. გაჩნდებიან ახალი მომხმარებლები, ახალი მოთხოვნის წყაროები და შესაბამისად, მიწოდებაც დარჩება უცვლელი, ეს კი ერთმანეთს დააბალანსებს. გრძელვადიან პერიოდში ფასები დასტაბილურდება, თუმცა მოკლევადიან პერსპექტივაში, რამდენიმე თვის განმავლობაში მიწოდება/მოთხოვნის დისბალანსს, ფასების კლება მოჰყვება,” -ამბობს ჯაბა ფურცხვანიძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები