მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვა იწყება

6441279d6e76a
BM.GE
20.04.23 15:51
17652
საქართველოს რკინიგზისა და ავტო მწარმოებლების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ავტომობილების რკინიგზით გადაზიდვები იწყება.

ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათი ცნობით, Toyota, BMW და AUDI ცენტრალურ აზიაში მანქანებს რკინიგზის მეშვეობით ჩაიყვანენ. მარშრუტი შემდეგია: საქართველო, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი და ცენტრალური აზია.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ავტომობილების მწარმოებლები ცენტრალური აზიის მიმართულებით, მანქანების გადასაზიდად სახმელეთო ტრანსპორტს იყენებდნენ.

მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, შესაძლოა ავტომობილების სარკინიგზო გადაზიდვები
რეგულარული გახდეს. პირველი გადაზიდვისთვის მომზადებული ტრანსპორტი ფოთის პორტში ავტომწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებმა პირადად დაათვალიერეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები