კომპანია Stellantis-ი, რომელიც მსოფლიოში მეოთხე ყველაზე დიდი ავტომწარმოებელია აცხადებს, რომ ჯგუფის გაყიდვები მესამე კვარტალში 14%-ით შემცირდა, რადგან დაახლოებით 600,000 ავტომობილის წარმოება ჩიპების ნაკლებობის გამო ვერ მოხერხდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNCB-ი ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ როგორც ფინანსური დირექტორი რიჩარდ პალმერი აღნიშნავს, ჩიპების კრიზისის გამო კომპანიამ წლის დასაწყისიდან დღემდე 1.4 მილიონზე მეტი ავტომობილის წარმოება ვერ შეძლო.
რიჩარდ პალმერის თქმით, კომპანია ჩიპების წარმოების კუთხით მდგომარეობის გაუმჯობესების ტენდენციას ოქტომბრის თვიდან ხედავს და იმედოვნებს, რომ აღნიშნული კურსი მთელი მეოთხე კვარტალის განმავლობაში გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ავტოკონცერნი Stellantis-ი მსოფლიოში ცნობილ 14-მდე ბრენდს აერთიანებს, მათ შორის Peugeot-ს, Jeep-ს, Ram-ს, Fiat-ს და Opel-ს.