თბილისის მერიაში ელოდებიან, რომ ცენტრალური მთავრობა ავტოსადგურების განაშენიანების გეგმას მერიას შეუთანხმებს.
საქმე ის არის, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის თანახმად, მთავრობა ავტოსადგურების რეგულირებას გეგმავს. კანონპროექტი ავტოსადგურების სერტიფიცირებას, მასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს და მგზავრთა გადამყვანი ოპერატორების ახალი სანებართვო პირობების შემოღებას ითვალისწინებს.
მთავრობის გადაწყვეტილებას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი განცხადებით გამოეხმაურა.
“საუბარი იყო ავტოსადგურების მოწერიგებაზე. რა თქმა უნდა, განაშენიანების გეგმის დამტკიცება ჩვენთან შეთანხმებით მოხდება. ამ კუთხით ჩავერთვებით ამ პროცესში. კერძო სექტორს ვერ ვაიძულებთ, თუმცა ტერიტორიის განვითარება მხოლოდ ჩვენთან შეთანხმებით მოხდება. აქედან გამომდინარე, მთავრობისგან ინიციატივას ველოდებით”,-აცხადებს ვიქტორ წილოსანი.
ვრცლად კანონპროექტზე: მთავრობა ავტოსადგურების რეგულირებას და მოთამაშეების ლიცენზირებას გეგმავს