მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აწარმოე საქართველოში“: ნიუ-იორკში, Summer Fancy Food Show 2023-ზე, 16-მა ქართულმა კომპანიამ პროდუქცია პირველად გამოფინა

64a3de27cb944
BM.GE
04.07.23 12:59
349
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, The USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერითა და აშშ-ში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით, ნიუ-იორკში, საკვები და სასმელი პროდუქტების ყოველწლიურ გამოფენაზე Summer Fancy Food Show 2023, პირველად საკუთარი პროდუქცია 16-მა ქართულმა კომპანიამ წარადგინა.

ქართულმა კომპანიებმა გამოფენის დამთვალიერებლებს ოცამდე დასახელების ავთენტური ქართული პროდუქტი გააცნეს, როგორიცაა: თაფლი, თხილი, ჩირეული, საწებლები, წვენები, სუნელები და სხვა.

Summer Fancy Food Show 2023-ზე საქართველოს პავილიონით, გამოფენის ასობით სტუმარი დაინტერესდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ღონისძიების ფარგლებში ქართულმა კომპანიებმა საერთაშორისო შემსყიდველებთან ჯამურად 200 მდე B2B შეხვედრა გამართეს.

"ამერიკის საექსპორტო ბაზარი ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის დახმარებით, 20-მდე ქართულ კომპანიას მიეცა შესაძლებლობა საკუთარი პროდუქტი ამერიკული ბაზრისთვის გაეცნო" - ამის შესახებ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა გამოფენის დასრულების შემდეგ განაცხადა.

სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, გამოფენა დაათვალიერა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ზალკალიანმა.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები