მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი აეროპორტის საჭიროებას ბევრი დაკვირვება არ სჭირდება... საკითხზე კვლევა მიმდინარეობს - ქარქაშაძე

647081e13319e
მარიამ ვარადაშვილი
26.05.23 14:51
646
აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი ირაკლი ქარქაშაძე ამბობს, რომ ახალი აეროპორტის მშენებლობა დამოკიდებულია კლევაზე, რომლითაც დადგინდება ნამდვილად სჭირდება თუ არა ქვეყანას ის. ამის შესახებ მან BMG-ის განუცხადა. 
 
თბილისში ახალი აეროპორტის მშენებლობაზე მაისის დასაწყისში ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა. კერძოდ, მან თქვა, რომ მთავრობა თბილისთან ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას გეგმავს.

“დაგვევალა პოტენციური ლოკაციები შევისწავლოთ და ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ საკითხის შესწავლას დიდი დრო არ უნდა დასჭირდეს, პრეზენტაციას აუცილებლად გავაკეთებთ. ახალი აეროპორტის საჭიროებას ბევრი დაკვირვება არ სჭირდება და ხედავთ, თუ რამდენად ხალხმრავალია და სავსეა ტერმინალები. ეს არის მარტივი ინდიკატორი იმისა, რომ ამის საჭიროება არსებობს. ეს იქნება არსებული ინფრასტრუქტურის განვითარება და გაფართოება, თუ ახალი ლოკაციის შერჩევა, ამას კვლევები სჭირდება. ამის დასადგენად საერთაშორისო ექსპერტები გვყავს მოწვეულები, რომლებიც როგორც ეკონომიკურ, ისე ტექნიკურ კვლევებს ატარებენ. ვიმეორებ, როგორც კი გადავწყვეტთ ეს იქნება ახალი თუ არსებულის გაფართოება, შემდეგ გავავრცელებთ ინფორმაციას. არ გვინდა დღეს არასწორი მოლოდინები შევქმნათ, სანამ კონკრეტული კვლევა არ გვექნება”,-ამბობს ქარქაშაძე და დასძენს, რომ კვლევის პირველი ეტაპი შესაძლოა სამ თვეში დასრულდეს.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელის თქმითვე, შიდა ფრენებთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს კვლევა და სწორედ ამ დროს უნდა დადგინდეს რა ახალი მიმართულებები დაემატოს უკვე არსებულ შიდა ფრენებს. ახალ შესაძლო მიმართულებად ქარქაშაძე კახეთსაც ასახელებს და ამბობს, რომ შიდა რეისებზე სახელმწიფო სუბსიდია მომავალშიც გაგრძელდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები