მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი მაღაზიები და 40%-ით გაზრდილი გაყიდვები - Royal Georgia გასულ წელს აფასებს

63e65156b30eb
ვიქტორია მღებრიშვილი
10.02.23 20:34
665
მატრასების ადგილობრივმა მწარმოებელმა კომპანია „როიალ ჯორჯიამ“ 2022 წელს გაყიდვები 40%-ით გაზარდა და ქვეყნის მასშტაბით ორი ბრენდული მაღაზია გახნა. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა თეა მაისურაძემ BM.GE-სთან გასული წლის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, კომპანიამ თბილისსა და ფოთში რეალიზების ობიექტების გახსნისთვის 16 000 ლარი ინვესტიცია ჩადო. ამასთან ერთად 2022 წელს კომპანიაში წარმოებული მატრასები დაახლოებით 18 მაღაზიაში იყიდება. დღეისთვის „როიალ ჯორჯიას“ საწარმოო რესურსი თვეში 800-მდე მატრასია და კომპანია 30 ადამიანს ასაქმებს. მატრასების ღირებულება ზომისა და შემადგენლობის მიხედვით, - 300-დან 2 000 ლარამდე იცვლება.

„გასულ წელს, პანდემიის დასრულების შემდეგ მატრასებზე მოთხოვნა გაიზარდა. ტურიზმის განვითარებამ დღის წესრიგში ახალი სასტუმროების გახსნა დააყენა, რამაც ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა გაზარდა. „როიალ ჯორჯია“ ადგილობრივ ბაზარზე ლიდერია, მსოფლიოში, გაზრდილი ფასების მიუხედავად ვცდილობთ მოვერგოთ ქართულ ბაზარს და მომხმარებელს ხელმისაწვდომი და მაღალი ხარისხის პროდუქტი შევთავაზოთ. ჩვენს ფრანგ და აზერბაიჯანელ ტექნოლოგებთან ერთად სულ ვცდილობთ შევქმნათ ახალი, გამძლე და კომფორტული მოდელები“, - ამბობს თეა მაისურაძე.

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ მატრასებზე რეალიზება განსაკუთრებით სასტუმროებიდან გაიზარდა და გაყიდვებში დიდი წილი სწორედ ტურიზმის სექტორში არსებულ მოთხოვნაზე მოდის. შესაბამისად, გასულ წელს „როალ ჯორჯიას“ ქართული წარმოების მატრასები ათზე მეტმა სასტუმრომ შეიძინა.

ნედლეული თურქეთიდან შემოგვაქვს. ჩვენი მატრასები მაღალი ხარისხის ნედლეულით მზადდება და მისი ხარისხის კონტროლი თავდაპირველად თურქეთშივე ხდება, ხოლო იმპორტის შემდეგ ნედლეული სამხარაულის ექსპერტიზაზე სიმკვრივეზე კონტროლისთვის მიგვაქვს, კონტროლის კიდევ ერთ ეტაპს საბოლოო პროდუქტი დამზადების შემდეგ გადის. შესაბამისად, მატრასების ხარისხი გარანტირებულია და ქვეყანაში მოქმედ სასტუმროებში ჩვენს მატრასებზე მოთხოვნა ამიტომაცაა მაღალი“, - აღნიშნა თეა მაისურაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები