მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ახალი რეფორმა ხარისხის გაუარესების დიდ რისკს შეიცავს" - კარდიოქირურგი 520-ე დადგენილებაზე

5de3c561c4932
ნუცა ბაზლიძე
01.12.19 19:00
2526
„პირდაპირ ხარჯებში ვერ ვეტევით“ , - აცხადებს კარდიოქირურგი ზვიად ბახუტაშვილი მთავრობის 520-ე დადგენილების კომენტირებისას, რომლის თანახმად, 21 ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვაში ჩართული კლინიკებისთვის ტარიფები გათანაბრდა.

„პროცესი გამჭვირვალე უნდა იყოს. ასევე, საჭიროა გათვალისწინება, არის თუ არა ის შესაძლებლობის ზღვარს ქვემოთ. რიგი ოპერაციები ეტევა სტანდარტში, მაგრამ ხშირია გართულებები და ისინი ძალიან ძვირი ჯდება; პირდაპირ ხარჯებში ვერ ვეტევით. რიგი ოპერაციების შემთხვევაში, ეს დაჯგუფებები მატერიალური ხარჯის დღევანდელ რეალობას ვერ შეესაბამება. ინტერნეტ რესურსებს თუ დავეყრდნობით, შუნტირების ოპერაცია 5000 დოლარზე ნაკლებად არ არსებობს, ახალი კალკულაციით კი, ის 2800 დოლარზე ჩამოვიდა. მსოფლიოში არსებობს ზოგადი დინამიკა. როგორ შეიძლება ყველა ცუდად ითვლიდეს?!“ - განაცხადა გადაცემა „საქმიანი დილის“ ეთერში კარდიოქირურგმა.

ამასთან, ექიმ ზვიად ბახუტაშვილის აზრით, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ რეგიონში ყველაზე დაბალი ფასების და მაღალი ხარისხის გამო, საქართველოში აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ჩრდილოეთ კავკასიიდან პაციენტების ნაკადი გვყავს, რაც ეკონომიკაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს, მაგრამ ახალი რეფორმა, თავის მხრივ, ხარისხის გაუარესების დიდ რისკს შეიცავს.

შეგახსენებთ: მთავრობის 520-ე დადგენილებას სამედიცინო ინდუსტრიის შეშფოთება და ხმაური მოჰყვა. ექიმები, კლინიკები და დარგობრივი ასოციაციები დადგენილების მოქმედების შეჩერებას ითხოვენ. ამ მოთხოვნით, მათ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ღია წერილითაც მიმართეს. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით, საკითხი ღიაა და 520-ე დადგენილება 21 ნოემბრიდან ძალაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები