ახალი ზელანდიის პრემიერ მინიტრმა ჯასინდა არდერნი აცხადებს, რომ ახალი ზელანდია კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებს კიდევ ერთი კვირით გაახანგრძლივებს. მიზეზი COVID-19-ის ზრდადი შემთხვევებია, განსაკუთრებით ოქლენდში. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
პრემიერის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები ძალაში 21 სექტემბრამდე დარჩება.
"ქვეყნის მთავრობა განსაკუთრებით ფრთხილობს ოქლენდთან დაკავშირებით, რადგან ქალაქში ინფირებულთა კლასტერებია, რაც ვირუსის გავრცელების რისკებს ზრდის, ამიტომ ზოგიერთი შეზღუდვა ოქლენდში, შესაძლოა, 23 სექტემბრამდეც გახანგრძლივდეს“, - განაცხადა ჯასინდა არდერნიმ.
გამოცემის მიხედვით, ოქლენდში აკრძალულია 10 ადამიანზე მეტი პირის შეკრება, ხოლო ბიზნეს-სუბიექტებმა, რომლებიც ოპერირებენ, სოციალური დისტანცირების გაიდლაინები უნდა დაიცვან.
ბოლო მონაცემებით, ახალ ზელანდიაში კორონავირუსით ინფიცირების 1,798 შემთხვევაა სულ დადასტურებული, გარდაიცვალა 24 პაციენტი. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსით ინფიცირების ოქლენდში გამოვლენილ მზარდ შემთხვევებამდე ქვეყანა ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას წარმატებით მართავდა.