მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ახალი ზელანდია „განგაშის მეორე დონეზე“ 16 სექტემბრამდე იქნება

5f5217f9727dc
ნათია თაქთაქიშვილი
04.09.20 19:40
934
ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრის ჯესიკა არდერნის განცხადებით, ქვეყანა „განგაშის მეორე დონეზე“ 16 სექტემბრამდე იქნება, რაც კორონავირუსით ინფიცირების რისკების შემცირებას ისახავს მიზნად. ამის შესხებ CNN-ი წერს.

„ჯერ კიდევ რჩება იმის საშიშროება, რომ კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები ოკლენდის საზღვრებს გასცდეს. „განაგაშის მეორე დონე“ ვირუსის გავრცელების რისკებს მინიმუმადე ამცირებს“,- განაცხადა არდერნმა.

გამოცემის მიხედვით, „განგაშის მეორე დონე“ გულისხმობს ნიღბების გამოყენების აუცილებლობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში და კრძალავს 100-ზე მეტი ადამიანისგან შემდგარი თავყრილობების გამართვას.

პრემიერის განცხადებით, „განგაშის მეორე დონე“ 14 სექტემბრისთვის გადაიხედება ქვეყანაში არსებული ეპიდმდგომარეობის შესაბამისად.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო 24 საათში და მათგან 2 ინფიცირებული 9 წლის ასაკზე პატარა ბავშვია. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში ჯამურად კორონავირუსით ინფიცირების 1,413 შემთხვევაა დადასტურებული.

შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდია იმ ქვეყნების რიგებშია, რომელიც ოკლენდის შემთხვევამდე ეფექტურად ახერხებდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვას და ქვეყნის პრემიერმა არაერთგზის განაცხადა, რომ „ახალმა ზელანდიამ ეს ომი მოიგო“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები