მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზერბაიჯანის საგადასახდელო ბალანსი დეფიციტური გახდა

6005ef1b40c4f
მადონა გასანოვა
19.01.21 10:51
2893
არასახარბიელო ეკონომიკური ვითარების ფონზე, აზერბაიჯანის საგადასახდელო ბალანსი გაუარესდა. შედეგად, ნავთობექსპორტიორი ქვეყნის ბალანსი წარსულში არსებული პროფიციტური მაჩვენებლიდან დეფიციტურ ნიშნულამდე შემცირდა. ეს კლება, პირველ რიგში, ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლების შემცირებას უკავშირდება. 2020 წლის 9 თვეში დეფიციტმა $208 მილიონი დოლარი ანუ მშპ-ისნ 0.7% შეადგინა. შედარებისთვის 2019 წელს ეს მაჩვენებელი $4-მილიარდიანი პროფიციტი იყო.

2020 წლის 9 თვეში აზერბაიჯანიდან ნავთობ-პროდუქტების ექსპორტმა $8.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 37.5%-ით არის შემცირებული. მთლიანად ექსპორტი კი $9.8 მილიარდი დოლარი იყო, რაც წლიურად 35%-ითაა შემცირებული.

რაც შეეხება იმპორტს, ის ეკონომიკური კრიზისის შედეგად, 8.7%-ით, $7.4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. შედეგად, ქვეყნის სავაჭრო პროფიციტმა მხოლოდ $2.3 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც სხვა ხარჯების მომსახურებისთვის (სესხების დაფარვა; სერვისები და სხვა) არ იყო საკმარისი, რის შედეგადაც აზერბაიჯანის საგადასახდელო ბალანსი დეფიციტში აღმოჩნდა.

შედარებისთვის, ამავე პერიოდში ბევრად უფრო დიდი იყო საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი. კერძოდ, საქართველოში პირველ კვარტალში დეფიციტის მოცულობა მშპ-ის 9.4%-ს შეადგენდა (-$337 მლნ დოლარი); მეორე კვარტალში დეფიტი მშპ-ის 11%, ანუ -$418 მილიონი დოლარი, მესამე კვარტალში კი დეფიციტი მშპ-ის 13% ანუ -$557 მილიონი დოლარი იყო. შესაბამისად, საქართველოს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი 2020-ში აზერბაიჯანის დეფიციტზე ($208 მილიონზე) 6-ჯერ მეტი იყო და $1.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები