მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბაბანეურის მარანი”: ჩვენთან სტუმრების 80% უცხოელი ტურისტია, მათგან მხოლოდ 10%-ია რუსი

62ea40b04633f
მარიამ ადამია
06.08.22 23:00
1608
“მიუხედავად იმისა, რომ ფასები ქვეყანაში ყველა ტიპის პროდუქტსა თუ მომსახურებაზე იზრდება, ჩვენთან, “ბაბანეურის მარანში” მაინც არ გაგვიზრდია და ბიუჯეტზე მორგებული პაკეტები გაქვს შემუშავებული,” - ამის შესახებ სასტუმროსა და ღვინის მარნის “ბაბანეურის მარნის“ დამფუძნებელმა ნინი ნინუამ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა. მისივე თქმით, სასტუმროში ორადგილიანი ნომრის ღირებულება საუზმით 230 ლარიდან 320 ლარამდეა. ხოლო დამსვენებელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება.

“კახეთში დამსვენებელთა რიცხვი აგვისტო-სექტემბრის პერიოდში კიდევ უფრო გაიზრდება. ტურისტები ძირითადად ევროპის ქვეყნებიდან მოდიან. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პერიოდში ძირითადად შიდა ტურიზმზე ვმუშაობდით, დღეს უკვე 80% საერთაშორისო სტუმარია, მათ შორის უმეტესობა გერმანიიდან, დანიიდან და ნიდერლანდებიდან ჩამოდიან. რაც შეეხება რუსებს, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მათი რაოდენობა კონკრეტულად "ბაბანეურის მარანში" არ შეცვლილა,” - ამბობს სასტუმროსა და მარნის დამფუძნებელი.

მისივე სტატისტიკით, ტურისტების მთლიანი სტატისტიკიდან რუსებზე მხოლოდ 10% მოდის.

“ერთადერთი რაც შეიცვალა, არის რუსების დამოკიდებულება. ანუ ჩვენ, სასტუმროს წარმომადგენლები მათ თავიდანვე ვუფიქსირებთ ომის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას, ხოლო მათი მხრიდან  ვიღებთ თავმდაბალ დამოკიდებულებას და ცდილობენ ქართულად ან ინგლისურად გვესაუბრონ, რაც აქამდე ძალიან იშვიათობა იყო,” - ამბობს ნინი ნინუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები