უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway-მ აშშ-ს აქტივებით მეორე ყველაზე დიდ ბანკში Bank of America-ში წილი 11.8%-მდე გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, წილის გაზრდა Berkshire Hathaway-ს 522 მილიონი აშშ დოლარი დაუჯდა და შესაბამისად, ბანკის 21.2 მილიონი აქციის მფლობელი გახდა.
აღნიშნული ტრანზაქციის მიხედვით, Berkshire Hathaway-ისთვის Bank of America მეორე ყველაზე დიდი კომპანიაა Apple-ის შემდეგ, სადაც უორენ ბაფეტმა ყველაზე დიდი ინვესტიცია განახორციელა.
შეგახსენებთ, Berkshire Hathaway-მ Bank of America-ში ინვესტირება 2011 წლიდან დაიწყო და თავდაპირველად 5 მილიარდ აშშ დოლარად 700 მილიონი აქცია შეიძინა.