მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BAG ტურისტული გადასახადის შემოღების ინიციატივით გამოდის

60da014be6806
ანუკა ჯოხაძე
28.06.21 22:30
897
გასულ კვირას საქართველოს ბიზნესასოციაციაში ტურიზმის კომიტეტის სხდომის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ტურისტული მოსაკრებელი იყო, რომელიც თავის თავში ქალაქის, საკურორტო, ეკოლოგიურ თუ სხვა ტურისტულ გადასახადებს მოიცავს. ინიციატივას ჯერ მხოლოდ იდეის ხასიათი აქვს თუმცა მისი განხილვა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და კერძო სექტორთან ერთად იგეგმება.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი მარრი ამბობს რომ გადასახადის დაწესების შემთხვევაში მთავარი საკითხი სწორედ აკუმულირებული თანხების სწორად განკარგვა იქნება. მისი თქმით, ამ შემთხვევაში ყველაზე მისაღები მოდელი იქნება თუ აღნიშნულ საკითხში ტურიზმის ადგილობრივი განვითარების ორგანიზაციები ჩაერთვებიან. ამასთან, გიორგი მარრი ამბობს, რომ აკუმულირებული თანხების მიმართვა ტურისტული ინფრასტრუქტრის განვითარებაში მოხდება, რაც საბოლოო ჯამში დარგისთვის სიკეთის მომტანი იქნება.

“მნიშვნელოვანია ის თუ როგორ მოხდება ამის ადმინისტრირება და რა მიზნებს ემსახურება ტურისტული გადასახადი. ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნებოდა ის, რომ ტურიზმის ინდუსტრიასაც ჰქონდეს გარკვეული სათქმელი, თუ რა მიმართულებით უნდა დაიხარჯოს ეს ფული და ასევე შეეძლოს ამის გაკონტროლება. ეს თუ გახდა სახელმწიფოს დამატებით შემოსავალი, რომლის ხარჯვაც შემდეგ უკვე გაუგებარი იქნება, ამას ალბათ ყველა შეეწინააღმდეგება. ალბათ ყველაზე მისაღები მოდელი იქნებოდა, ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ორგანიზაციები (DMO-ები), რომელიც შეიქმნა, მათ ხელში იყოს ეს გადასახადი. ამ მიმართულებით უფრო გაკონტროლდებოდა თანხების ხარჯვა. ეს თანხა შეიძლება იყოს მიმართული ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების რეაბილიტაციისკენ, შეიძლება იყოს ფრენების დაფინანსება, რადგან თბილისიდან ბათუმში ძალიან ჭირს ფრენების სუბსიდირება, ასევე შეგვიძლია განხილოთ პლაჟების რეაბილიტაცია და ა.შ", - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ტურიზმის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი მარრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები