მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაიდენს მდიდარი მოქალაქეებისა და მსხვილი კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდა სურს

640ef728772f6
გიორგი თოლორდავა
13.03.23 14:18
757
პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური ბიუჯეტის ახალი პროექტი წარადგინა, რომელიც მდიდარი მოსახლეობისა და მსხვილი კომპანიებისთვის გადასახადების გაზრდას ითვალისწინებს.

ახალი კანონპროექტით მოსახლეობის უმდიდრესი 0.01%-ისთვის იგეგმება მინიმალური გადასახადის 25%-იან ნიშნულამდე გაზრდა. ცნობისთვის, აღნიშნული გადასახადი ამჟამად 8%-ს შეადგენს და ის მხოლოდ იმ ოჯახებზე ვრცელდება, რომელთაც 100 მილიონ დოლაზე მეტის ქონება აქვთ.

2024 წლის ბიუჯეტის პროექტი კორპორაციული გადასახადის 21%-დან 28%-მდე ზრდასაც ითვალისწინებს, რომლის დახმარებითაც კანონმდებლები მომდევნო ათ წელში 1.3 ტრილიონი დოლარის გადასახადების ამოღებას გეგმავენ.

საერთო ჯამში, ათწლიან ჭრილში მთავრობა $3 ტრილიონის ამოღებას გეგმავს, აქედან თანხის ყველაზე დიდი წილი კი მსხვილ კომპანიებზე მოდის. მდიდარი ოჯახებისთვის მინიმალური გადასახადის 25%-ით განსაზღვრა, სავარაუდოდ, 436 მილიარდი დოლარით გაზრდის ბიუჯეტს.

რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორს, გადასახადების მკვეთრი ზრდა ამ მიმართულებითაცაა დაგეგმილი, რაც საბიუჯეტო შემოსავლების $540 მილიარდით ზრდას გამოიწვევს.

ინვესტორების განსაკუთრებული ყურადღება აქციების უკან გამოსყიდვის გადასახადის გაოთხმაგების ინიციატივამ მიიქცია, რომლის შედეგად გამოსყიდვის ფედერალური საკომისიო 1%-დან 4%-მდე უნდა გაიზარდოს. ექსპერტების შეფასებით, ეს ინიციატივა მნიშვნელოვნად აზარალებს საფონდო ბირჟას და თავდაყირა აყენებს თანამედროვე ეკონომიკურ სისტემას.

ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტის გეგმა ამ ეტაპზე მხოლოდ კანონპროექტია და მის დამტკიცებას კონგრესის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები