მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანი-ცემის მიმართულებით ზაფხულის საბურავებიანი ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია - შსს

63dd1077e1d43
BM.GE
03.02.23 17:45
619
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, მოქალაქეებს მოუწოდებს, რეგიონებში არსებული დიდთოვლობის და ლიპყინულის გამო, გზებზე ზამთრისთვის განკუთვნილი შესაბამისი საბურავებით იმოძრაონ, დაემორჩილონ საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესები, - ამის შესახებ სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

"ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით, გადაადგილება შესაძლებელია ყველა სახის ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიზნით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები ავტოტრანსპორტის გადაადგილებას არეგულირებენ.

ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მონიტორინგს უწევენ ავტომობილების ზამთრის საბურავებით გადაადგილებას დაბა წაღვერიდან
ბაკურიანი-ცემის მიმართულებით.

ზაფხულის საბურავების აღმოჩენის შემთხვევაში ავტომობილის მძღოლებს არ მიეცემათ საშუალება გადაადგილდნენ ზემოთ აღნიშნული მიმართულებით", - ნათქვამია შს სამინისტროს განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები