მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაკურიანში ახალი საშეჯიბრო ტრასა ლადო ალექსი-მესხიშვილის სახელობის იქნება

6403470149bd4
BM.GE
04.03.23 11:50
1083
საქართველოში მიმდინარე პირველი მსოფლიო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ამ მნიშვნელოვანი სპორტული მოვლენის წარმდგენი კომპანია სილქნეტია, რომელმაც ბაკურიანში კიდევ ერთ ინიციატივას დაუჭირა მხარი. სილქნეტისა და მთის ტრასების სააგენტოს ინიციატივით, 3 მარტს, ჰალფ ფაიფის დისციპლინისთვის აშენებულ ტრასას ცნობილი არქიტექტორის და ზამთრის სპორტის ქომაგის, ლადო ალექსი-მესხიშვილის სახელი დაერქვა. ღონისძიებას მისი ოჯახის წევრები და სპორტის გულშემატკივრები დაესწრნენ.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი დღე მთელი ჩვენი ოჯახისთვის. სასიხარულოა, რომ ამ ტრასას დაერქვა მამაჩემის სახელი. მრავალმხრივი ადამიანი იყო, არქიტექტურა, სპორტი, და განსაკუთრებით სათხილამურო სპორტი ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი იყო. გვიხარია და მადლიერები ვართ ყველა იმ ადამიანის ვისი დახმარებითაც რეალობად იქცა ეს ინიციატივა.“ - აღნიშნა ქეთი ალექსი-მესხიშვილმა.

ლადო ალექსი-მესხიშვილი, იმ თაობის მოთხილამურეთა წარმომადგენელი იყო, ვისაც ბაკურიანის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის. განთქმულია თხილამურებით დაშვებისას, სალტოების მისეული, გამორჩეული სტილი, რომელიც გასულ საუკუნეში იშვიათობა იყო, დღეს კი ეს ილეთები ფრისტაილის სახეობაში გვხვდება.

„ლადო ალექსი მესხიშვილი იყო სამთო-სათხილამურო სპორტის პიონერი საქართველოში და მრავალმხრივ დაჯილდოვებული ადამიანი. მოხარულები ვართ, რომ ახალ ტრასას ეწოდა მისი სახელი და ასეთი ფორმით გაგრძელდება ტრადიცია და ისტორია, რომელიც თაობებს ემახსოვრება“ - გიორგი რამიშვილი, სილქნეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.

ბაკურიანი 2023 უცხოელი ექსპერტების და საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ყურადღების ცენტრშია. ის რომ, ისტორიულ ბაკურიანს ახალი შესაძლებლობები ეხსნება და საერთაშორისო რუკაზე ახალი სათხილამურო ცენტრად სახელდება, ლადო ალექსი-მესხიშვილისა და მისი თაობის მემკვიდრეობის დამსახურებაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები