
"მეამა ქოლექთის" ობიექტი ბაკურიანში კონტეინერის კონცეფციის არის და არსებულებისგან განსხვავებული ვიზუალით გამოირჩევა. მისი საინტერესო დიზაინი, ისევე როგორც "მეამას" სათავო ოფისი, ბრენდული სივრცეები და ქოლექთის სხვა ობიექტები, არქიტექტორ გიორგი ხმალაძეს ეკუთვნის. პროექტი განახორციელა სამშენებლო კომპანია "იუნიქს ჯგუფმა".

ბაკურიანის ქოლექთში ყავის და ჩაის სასმელებთან ერთად, უკვე 5 სხვადასხვა სახეობის სენდვიჩის დაგემოვნებაა შესაძლებელი. განახლდა ასევე სასმელების მენიუ და მას ახალი, სეზონური, ცხელი კოქტეილებიც დაემატა.
ბაკურიანის "მეამა ქოლექთში" მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა ექნება შეიძინონ მეამას ყავისა და ჩაის კაფსულები.

"მეამა ქოლექთი" ბაკურიანში სეზონურად, ყოველ დღე დილის 10:00-დან საღამოს 22:00 საათამდე უმასპინძლებს მომხმარებლებს.