კომპანია Wehost-ის დამფუძნებლის ნიკა ანჯაფარიძის შეფასებით, ბაკურიანში ზაფხულის ტურისტული სეზონი ჩავარდა.
როგორც ანჯაფარიძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას განაცხადა, კომპანია, ფაქტობრივად, ბათუმის ხარჯზე შეინარჩუნა.
"მთელი ზაფხულის განმავლობაში, ბაკურიანში ბინის გაქირავების მიმართულებით, დატვირთვის 20%-25%-იან მაჩვენებელს ვერ ავცდით. ფაქტობრივად, წელს კომპანია შევინარჩუნეთ ბათუმის ხარჯზე, სადაც ბინების 90% გაქირავდა, ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნაკლებია, რადგან შარშან 97%-ზე ავედით აგვისტოში, რასაც მხოლოდ ქართველების ხარჯზე არ ველოდით", - განაცხადა მან გადაცემა „საქმიან დილაში“.