მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბალდას სათავე ნაგებობის დაზიანების გამო, ფოთში 23 000-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეეზღუდა

649184211738b
BM.GE
20.06.23 14:44
454
ფოთში კლიმატური პირობების გაუარესების შედეგად, დაზიანებულია ბალდას სათავე ნაგებობა, რის შედეგადაც, 20 ივნისის 14:00 საათიდან 21 ივნისის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ფოთისა და მიმდებარე სოფლების 23 000-მდე აბონენტს.

ამის შესახებ განცხადებას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.

კომპანიის გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამეგრელოს სერვისცენტრის ტექნიკური სამსახური აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივ მოსახლეობას წყალმომარაგება სრულად უმოკლეს დროში აღუდგეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები