მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Balenciaga იტალიაში 2021 წელს პირველ საწარმოს გახსნის

5fa3e18620690
ნათია თაქთაქიშვილი
05.11.20 23:20
1028
Balenciaga იტალიაში პირველი საწარმოს გახსნას 2021 წლისთვის აპირებს. საწარმოში ტყავისგან დამზადებული პროდუქციის და აქსესუარების წარმოება განიხილება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ახალი საწარმოს გახსნა ტოსკანაში იგეგმება. ამჟამინდელი მონაცემებით, კომპანია დაახლოებით 28.5 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავს ახალ პროექტში, რაც დაახლოებით 300-მდე სამუშაო ადგილს შექმნის.

აღსანიშნავია, რომ Balenciaga ახალი საწარმოს გახნის პარალელურად, ტრენინგ ცენტრის განვითარებასაც განიხილავს, სადაც საწარმოში დასაქმებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე იზრუნებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები