მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია განაახლებს - ქვრივიშვილი

62e01193b3f41
BM.GE
26.07.22 20:35
1626
ბალტიის ქვეყნებიდან საქართველოში ფრენებს კიდევ ერთი ავიაკომპანია Getjet განაახლებს. ლიეტუვური ავიაგადამყვანი Getjet ვილნიუსიდან და ტალინიდან ბათუმის მიმართულებით მრავალჯერად ჩარტერულ ფრენებს განახორციელებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ბალტიის ქვეყნები საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია, რის გამოც მთავრობა ხელს უწყობს ბალტიისპირეთიდან უფრო მეტი ვიზიტორის ჩამოსვლას.

„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, რომ ბალტიის ქვეყნებში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობა გაიზარდოს. რეგიონის მთავარი ქალაქებთან პირდაპირი ფრენების რაოდენობის ზრდა მეტ ვიზიტორს ჩამოიყვანს საქართველოში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ტურისტული სექტორისთვის. ევროკავშირის ქვეყნებთან მეტი პირდაპირი მიმართულების არსებობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

რეისები ვილნიუსსა და ბათუმს შორის 1 აგვისტოდან 29 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო ტალინსა და ბათუმს შორის 15 აგვისტოდან 29 აგვისტომდე ყოველ ორშაბათს შესრულდება.

აღსანიშნავია, რომ ბალტიის ქვეყნებიდან წელს იანვარი-ივნისში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 347%-ით მეტი ვიზიტი განხორციელდა. ამასთან, ლიეტუვიდან ვიზიტების ზრდამ 294.6%, ლატვიიდან - 375.4%, ხოლო ესტონეთიდან კი 438.1% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები