მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი განხორციელდა

5e0477a026a57
ინგა მურუსიძე
26.12.19 13:08
987
Thai Air Asia X-მა ბანგკოკი-თბილისის მიმართულებით პირველი ჩარტერული რეისი განახორციელა.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, საქართველოში პირველად ჩამოსულ 330 მგზავრს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საავიაციო ხელისუფლებისა და "ტავ ჯორჯიას" წარმომადგენლები დახვდნენ.

აღსანიშნავია, რომ 2 იანვრის ჩათვლით, Air Asia აღნიშნული მიმართულებით ხუთ ჩარტერულ რეისს, Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს. ავიაკომპანია დამატებით ჩარტერულ ფრენებს 2020 წლის აპრილში შეასრულებს.

ცნობისთვის, Thai Air Asia X საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს. დღეისათვის ავიაკომპანია პირდაპირ ფრენებს 66 საერთაშორისო და 29 ადგილობრივი მიმართულებით ახორციელებს.

Thai Air Asia X-ის ავიაპარკი 12 Airbus 330 ტიპის საჰაერო ხომალდისგან შედგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები