მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bank of China-მ რუს კლიენტებს ევროკავშირსა და აშშ-ში ტრანზაქციები შეუზღუდა

64903b8a63c64
გიორგი თოლორდავა
19.06.23 15:44
611
მსხვილმა ჩინურმა საფინანსო ორგანიზაცია Bank of China-მ რუს მოქალაქეებს ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრანზაქციების განხორციელება შეუზღუდა.

რუსი კლიენტები Bank of China-ს დახმარებით ვეღარ შეძლებენ დასავლურ ბანკებში თანხის გაგზავნას. შეზღუდვა ვრცელდება როგორც იუანზე, ასევე ევროსა და დოლარზეც.

ექსპერტების შეფასებით, ამ გადაწყვეტილების მიღმა არა უშუალოდ ჩინეთის მთავრობა, არამედ ევროკავშირი დგას, რომელმაც რუსეთის წინააღმდეგ ფინანსური სანქციები გაამკაცრა. ტრანზაქციების ჩვეულ რეჟიმში გატარების შემთხვევაში, Bank of China სანქცირებულ კომპანიათა სიაში მოხვედრის საფრთხის წინაშე იდგა, რის გამოც ბანკის ხელმძღვანელობამ ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიიღო.

მართალია, საერთაშორისო ტრანზაქციების განსახორციელებლად რუსი მოქალაქეები ჩინურ ბანკებს იშვიათად იყენებდნენ, თუმცა თანხის მცირე მოცულობაც კი Bank of China-სთვის სერიოზულ რისკებს შეიცავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები