მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბანკებისთვის მომხმარებლებთან ციფრული ურთიერთობა დიდი ბიზნეს გამოწვევაა” - ალექსანდრე ძნელაძე

6231ad95e1ff7
სალომე ჭიპაშვილი
16.03.22 22:22
1621
მსოფლიოს მასშტაბით საბანკო ფილიალებისა და განყოფილებების გამოყენება, 2015-2020 წლებში, საშუალოდ 35%-ით შემცირდა. ამის შესახებ „საქართველოს საბანკო ასოციაციის“ პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ განაცხადა. მისი თქმით, მომხმარებლის ვარაუდით, 2024 წლისთვის მათი საბანკო ოპერაციების 60% გაციფრულებული იქნება.

ძნელაძემ “საქმიან დილაში” სტუმრობისას ასევე აღნიშნა, რომ ბანკები იმ არსებული და პერსპექტიული მომხმარებლების მხრიდან განიცდიან ზეწოლას, რომლებიც ციფრულ ტრანზაქციებს იყენებენ და ეს არ არის მხოლოდ პანდემიით გამოწვეული ტენდენცია.

„საბანკო კლიენტები სულ უფრო მეტად ელიან “mobile-first” გამოცდილებას, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბანკები მომხმარებლებთან ციფრულ ურთიერთობას, უპირველეს ბიზნეს გამოწვევად და პრიორიტეტულ საინვესტიციო სფეროდ მიიჩნევენ. ფინანსურმა ინსტიტუტებმა, რომლებიც თავიანთი მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლებას ცდილობენ, უნდა განიხილონ SMS-ის დაფარვის შესაძლებლობების გაფართოება, თვითმომსახურების შესაძლებლობების გაუმჯობესება აპლიკაციებში ჩაშენებული ინსტრუმენტებით, რთული აპლიკაციების გამარტივება მართვადი ფორმებით და მორგება არსებულ ნოტარიულ კანონმდებლობასთან, რაც კლიენტებს საჭირო დოკუმენტების ციფრულად ნოტარიულად დამოწმების საშუალებას მისცემს", - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

მან ისიც აღნიშნა, რომ ამ ინვესტიციების მიზანი მხოლოდ კლიენტების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას არ წარმოადგენს. ბანკების მხრიდან საჭიროა იმის განჭვრეტა, თუ სად იქნებიან მომხმარებლები მომავალში, რათა მათი მოლოდინები დაკმაყოფილდეს.

„Mobile-first“ მიდგომა კლიენტების მობილური მომსახურებისთვის ბანკის ვებ-გვერდის განვითარებას ნიშნავს, რომლის მიზანიც, მობილური აპლიკაციის გამოცდილების კომპანიის საიტებზე გადატანაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები