მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბანკის კლიენტობისთვის ადამიანს ფილიალში მისვლა არ უნდა სჭირდებოდეს“ - გაჩეჩილაძე

63430e486b3cd
ვიქტორია მღებრიშვილი
09.10.22 22:06
2751
„ადამიანს, იმისთვის რომ ბანკის კლიენტი გახდეს, ფილიალში მისვლა არ უნდა სჭირდებოდეს“ - ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძემ გადაცემა "Forbes კვირაში“ განაცხადა.

მან Global Finance-ის მიერ ყოველწლიური World’s Best Digital Bank Awards-ის ფარგლებში "საქართველოს ბანკის" მსოფლიოში საუკეთესო სამომხმარებლო ციფრული ბანკად დასახელების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფინანსური ინსტიტუტის ეს წარმატება მათთვის დიდი აღიარებაა.

„ეს ჩემთვის ძალიან დიდი აღიარებაა, რადგან გუნდი, რომელიც ამაზე მუშაობს წლების განმავლობაში იღწვის, რომ ეს პროდუქტები საინტერესო გახადოს.

ორად რომ გავყოთ ფინანსური კომპანიები არსებობენ ფინტექები და არიან ტრადიციული ბანკები. ფინტექებს როგორ წესი პროდუქტების მთელი სპექტრი არ აქვთ, არამედ მათი ნაწილი აქვთ, ტრადიციულ ბანკებს კი არ აქვთ გაციფრებული მთელი ის სპექტრი, რა პროდუქტებიც აქვთ.
ჩვენ გამარჯვებულად აღიარება ვფიქრობ, იმით იყო განპირობებული, რომ განსხვავებით ერთი ან მეორე ჯგუფისგან ვართ ტრადიციული ბანკი პროდუქტების ფართო სპექტრით და ფაქტობრივად ყველა მათგანი გაციფრულებული გვაქვს. ჟიურიმ დააფასა, რომ ყველაფერი ეს კარგადაა გაციფრულებული“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

„საქართველოს ბანკის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათი მიზანი პროდუქტების სრული გაციფრულებაა და ამ მხრივ მათ 90%-ზე მეტი უკვე შესრულებული აქვთ.

„ადამიანს, იმისთვის რომ ბანკის კლიენტი გახდეს, ფილიალში მისვლა არ უნდა სჭირდებოდეს, ეს სრული ციფრული მომსახურებით უნდა ხდებოდეს. სადაც ხდება აღმოჩენა, რომ რაღაც დარჩა და მაგალითად კონტრაქტის ელექტრონული ხელმოწერა ვერ ხდება, ეს მუდმივი პროცესია, მაგრამ 90%-ს ამ ნაწილში გადაცილებულები ვართ“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები