მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბაქო–თბილისი–ჯეიჰანით ყაზახური ნავთობის პირველი პარტია გადაიზიდა

644633eae5e6e
მარიამ ვარადაშვილი
24.04.23 12:40
621
22 აპრილს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით გადაზიდული ყაზახური ნავთობის პირველი პარტია ჯეიჰანის პორტში ჩაიტვირთა. აზერბაიჯანული სააგენტოს Report.az-ის ინფორმაციით, მილსადენით "თენგიზის" საბადოდან მოპოვებული 665 ათასი ბარელის გადაზიდვა მოხდა. ტრანსპორტირების ცერემონიას ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანია "ყაზმუნაიგაზისა” და SOCAR-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.

მილსადენით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება SOCAR -სა და ყაზმუნაიგაზის შორის გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში მოხდა. შეთანხმების ფარგლებში აზერბაიჯანულმა მხარემ წლიურად 1.5 მლნ ტონა ყაზახური ნავთობის გადაზიდვა უნდა უზრუნველყოს.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ჩანს, რომ ბაქო - თბილისი - ჯეიჰანის მილსადენით (BTC) გადაზიდული ნავთობის მოცულობა გაიზარდა. მარტში მილსადენით 2.4 მლნ ტონა ნავთობი გადაიზიდა, რაც გასული წლის მარტის რეკორდული შედეგის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2021 წლის მარტთან შედარებით კი, მილსადენის დატვირთვა 0.5 მლნ ტონით არის შემცირებული. 2022 წლის I კვარტალში 6.7 მლნ ტონა ნავთობის ტრანზიტი მოხდა. 1768 კმ. სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის 443 კილომეტრია აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო 1076 კილომეტრი თურქეთზე გადის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები