მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზე პირველად წარადგინეს

636a3d5cec628
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.22 15:45
888
წელს პირველად, ბათუმი მსოფლიოს სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ნომინაციაზეა წარდგენილი - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, კონკურსის შედეგები 11 ნოემბერს, ომანის დედაქალაქ მუსკატში გახდება ცნობილი.

„ამჯერად ბათუმს World Travel Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად მსოფლიოს მასშტაბით საფრანგეთის, იაპონიის, კოლუმბიის, მექსიკის, ლაოსის, ურუგვაის, ბულგარეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ტურისტულ ქალაქებთან მოუწევს კონკურენცია“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები