სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 7-ით მეტი ავიაკომპანია ოპერირებს, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.
როგორც bm.ge-ს სააგენტოდან აცნობეს, ფრენები სრულდება 12 ქვეყნის 19 მიმართულებით.
„ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი ამჟამად 50%-ით მეტ რეისს ემსახურება (100 -105 სიხშირე კვირაში), ვიდრე ანალოგიურ საანგარიშო პერიოდში“, - ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.